ალექსანდრე გოგინავა: მედპერსონალი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას

ალექსანდრე გოგინავა: მედპერსონალი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას

მედპერსონალი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დღის“ ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსი შემიძლია ომს შევადარო, ამიტომ ის მედპერსონალი, რომელიც წინა ხაზზე იმყოფება, სამოქალაქო გმირები არიან. მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სხვა ადამიანების გადასარჩენად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებენ. ჩვენი მედპერსონლის ყოველი დღე რისკია. ისინი ომის წინა ხაზზე მებრძოლი ხალხია, რომელთა უკანაც მთელი ქვეყანა დგას“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, მედპერსონალმა თავი რაც არ უნდა კარგად დაიცვას, დაინფიცირების ალბათობა მაინც არსებობს.

„არსებობს სპეციალური პროტოკოლები, რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგიური სამსახური შესაბამის კლინიკებს უტარებს და ამ პროტოკოლების მიხედვით მედპერსონლის აღჭურვა ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტისგან გამოდიხარ და ფორმა უნდა გაიხადო. გახდას თავისი წესები აქვს. ეს წესები არ უნდა დაირღვეს. დიდი ალბათობით, მედპერსონლის დაინფიცირება მაშინ ხდება, როდესაც ისინი ფორმას იხდიან და დაინფიცირებული ხელებით რამეს ეხებიან. რთულია, როდესაც გარკვეული პერიოდი ამ ფორმას ატარებ, დაღლილი და სტრესულ მდგომარეობაში ხარ, შესაძლოა რაღაც სწორად ვერ გააკეთო“, - აღნიშნა გოგინავამ.