მსოფლიოში უხუცესი კაცი ბუქარესტის მცხოვრები 111 წლის დიმიტრი კომანესკუ გახდა. მას ეს ტიტული ბრიტანელი ბობ უეიტონის გარდაცვალების შემდეგ ერგო. ინფორმაციას Romania Insider სპეციალურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომანესკუ 111 წლისაა. ის 1908 წლის 8 ნოემბერს დაიბადა. ის პროფესიით, მათემატიკოსია. შემდეგ კი სოფლის მეურნეობა შეისწავლა და ამ დარგში 70 წელი იმუშავა.
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კაცი გამოცემასთან ამბობს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ოჯახის წევრების სიყვარულმა და თბილმა დამოკიდებულებამ განაპირობა.
მსოფლიოს უხუცესი ადამიანი 112 წლის ბობ უიეიტონი 112 წლისა სიმსივნით დაიღუპა.