ნიუ-იორკის ცნობილმა თეატრმა მეტროპოლიტენ-ოპერამ 2020 წლის ბოლომდე ყველა წარმოდგენა გააუქმა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
ახალი სეზონი სექტემბრის ნაცვლად 31 დეკემბერს დაიწყება, წელს დაგეგმილი პრემიერები კი მომავალ წლამდე გადაიდო.
„ჩვენი თანამშრომლებისა და მაყურებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია“,- განაცხადა მეტროპოლიტენ-ოპერის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გებლმა.