ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მოვაცილოთ უვარგისი ნაწილები, მოვაჭრათ ძირები, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ კარაქში (ძლიერ ცეცხლზე). თავის წვენს რომ შეიშრობს, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი.
როდესაც კარგად მოიხრაკება შევანელოთ მარილით, დაფქული შავი პილპილით, დაკეპილი ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით. ბოლოს ჩავუმატოთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ახალი კამა.
ინგრედიენტები:
სოკო – 500 გრამი,
კარაქი – 50 გრამი,
მწვანე ხახვი – 7 ძირი,
ნიგოზი – 0,75 ჩაის ჭიქა,
მწვანილი – 3 ძირი,
წიწაკა – გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა.