რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სამხედრო მოსამსახურეებზე გამოცდიან

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სამხედრო მოსამსახურეებზე გამოცდიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 მოხალისე სამხედრო მოსამსახურე შეარჩია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

50 სამხედრო მოსამსახურიდან 5 ქალია.ყველამ გაიარა კვლევა და ტესტირება. რუსული მედიის ცნობით, ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი სამხედრო მოსამსახურეებმა თავად გამოთქვეს.

კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა იგეგმება თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე. მანამდე ამ ბაზაზე იკვლევდნენ ებოლას ვაქცინას.

მოხალისე სამხედროების პირველი ჯგუფს ბაზაზე 3 ივნისს შეიყვანენ. მოხდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა და ექსპერიმენტისთვის მომზადება.

2 ივნისის დილის მონაცამებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 423 741-ს მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში ინფექციით 182 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 037 ადამიანი ემსხვერპლა, 186 985 კი – გამოჯანმრთელდა.

 

 

Katana . არა, ბიჭო, პუტინზე გამოსცდიდნენ!..
3 წლის უკან