„ბატონო ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ს რიგით 44-ე პრეზიდენტად მხოლოდ აფროამერიკელებმა აგირჩიეს?!“

„ბატონო ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ს რიგით 44-ე პრეზიდენტად მხოლოდ აფროამერიკელებმა აგირჩიეს?!“

ფეისბუქ-მომხმარებელი ქეთევან მელიქიძე ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ვიდეოებზე კარგად ჩანს რა ხდება აშშ-ში, ახლა დეტალებზე:

1.მძინარე ჯოს ( როგორც მას ტრამპი უწოდებს) ჯო ბაიდენს გაღვიძებია და აქციის მონაწილეებთან ერთად ფოტოებს იღებს.

2.ჰოლივუდის ვარსკვლავები მოუწოდებენ გუბერნატორებსა და მერებს  არ დააფინანსონ პოლიციელები, რადგან ისინი “პროტესტანტებს უხეშად” ექცევიან!

შეიქმნა “დახმარების ფონდი”, რათა ჯარიმები გადაუხადონ პოლიციის მიერ დაკავებულ მარადიორებს, და ა.შ.
რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს!
ამასობაში კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს.
მაღაზიის მეპატრონე, რომელიც თავის საკუთრებას იცავდა, ჩაქოლეს!

7.ჟურნალისტმა  ქალბატონმა ცალი თვალი დაკარგა.

8.აქციები კარგად ორგანიზებულია და დედაქალაქში ვიდრე ჯარი არ გამოიყვანეს, პოლიციას მათთან გამკლავება გაუძნელდა.

CNN -ის ოფისი სასტიკად დაარბიეს აქციის მონაწილეებმა.( მასა ვერ ცნობს პოლიტიკურ მეკავშირეებს ?!)

რა დრო დადგა, ადამიანს ქალაქში   გასვლის ეშინია,90-იანებში ვარ!(სამაგიეროდ ჰარიეთ ბიჩერ სთოუს “ ბიძია თომა”  თავის ქოხიანად ბანკეტზეა “დაპაიჟებული”).

ვფიქრობ ობამას გამოსვლა ტრაგიკომიკური იყო, როცა თქვა,რასობრივი სიძულვილის ისტორია  400 წელია გრძელდებაო.

კი მაგრამ, თქვენ , ბატონო ბარაკ ჰუსეინ ობამა აშშ-ს რიგით 44-ე პრეზიდენტად მხოლოდ აფროამერიკელებმა აგირჩიეს?!

დავიბენი გენცვა!“