ბლინის ტორტი ყავის კრემით და თხილით

ბლინის ტორტი ყავის კრემით და თხილით

ინგრედიენტები

ყავა - 2 ს.კ

შაქრის პუდრა - 3/4 ჭ

არაჟანი - 250 გ

კრემ-ყველი - 250გ

მზა ბლინი - 14 ცალი

თხილი - 100 გ

შაქარი თხილისთვის - 100 გ

მომზადების წესები

ამ ტორტისთვის დიდი ზომის ბლინები დაგჭირდებათ, რომელიც წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ ან იყიდოთ. ბლინი უნდა იყოს 18-20 სმ დიამეტრის.

მოხალეთ თხილი და გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე. ტაფაზე დაყარეთ შაქარი და საშუალო ცეცხლზე გაადნეთ, არ მოურიოთ, მაგრამ ტაფა პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ კარამელი თანაბრად გადნეს. შემდეგ დაასხით თხილს და გააციეთ. გაციებული თხილი და კარამელი დატეხეთ და ბლენდერით დაფქვით საშუალო ზომაზე.

ყავა (უმჯობესია ესპრესო, მაგრამ სხვაც გამოდგება) გახსენით 1 ს.კ. ცხელ წყალში და გააციეთ.

ათქვიფეთ კრემ-ყველი, არაჟანი და შაქრის პუდრი. გაყავით შუაზე, ერთ ნაწილს  შეურიეთ ყავა, მეორეს  დაფქული კარამელიანი თხილი (ცოტა მოსაყრელად დაიტოვეთ).

დიდ თეფშზე დადეთ ბლინები, თან წაუსვით კრემი ყველა ფენას, მონაცვლეობით. შემდეგ მაცივარში შეინახეთ ცოტა ხანს. მირთმევამდე 30-40 წუტიტ ადრე გამოიღეთ, რომ დარბილება მოასწროს, მოაყარეთ თავზე გადანახული თხილი და მოაფრქვიეთ პუდრა.