ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე სეროპრევალენტური კვლევების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება

ამირან გამყრელიძის თქმით, შემოდგომაზე სეროპრევალენტური კვლევების ჩატარება მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება

სეროპრევალენტური კვლევები სხვადასხვა ტურისტულ ობიექტსა და მარშრუტზეც ჩატარდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მსგავსი კვლევა შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბითაც იგეგმება.

„ამ ტიპის კვლევები განსაზღრული გვაქვს სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე, ტურისტულ მარშრუტებზე, რომელიც დატვირთული იქნება, რომ პერიოდულ რეჟიმში ვატაროთ. შემოდგომაზე ჩვენ კლასიკურ სეროპრევალენტობის კვლევას ვგეგმავთ ქვეყნის მასშტაბით ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციათან ერთად, სადაც შერჩეული იქნება 1 000 ადამიანი და რომელიც არა სწრაფი ტესტებით, არამედ კლასიკური სეროლოგიური მეთოდით ჩატარდება. მანამდე კი რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და დასახლებულ არეალებში ასეთი, ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.