გამოიწვია თუ არა ინფიცირებულთა მატება შეზღუდვების მოხსნამ?

გამოიწვია თუ არა ინფიცირებულთა მატება შეზღუდვების მოხსნამ?

დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პარალელურად ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან დღეს ყველა დადასტურებული შემთხვევის წყარო ცნობილია და მოძიებულია პაციენტების ირიბი თუ პირდაპირი კავშირები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი მარტივად წასვლას არსად აპირებს, ერთის მხრივ, საზოგადოება ვალდებულია ყურადღებით იყოს და მეორე - ეპიდემიოლოგებს არ გაექცეთ კონტროლი სიტუაციაზე.ინფექციონისტები, რომელთაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა არსებული ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს.

როგორი ეპიდსიტუაცია იქნება საქართველოში, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ გავაგრძელოთ იმ რეგულაციების დაცვა, რომლსაც დღემდე ვასრულებდით.

dima დააბრუნეთ კომენდატის საათი,თუნდაც 23-24 საათიდან დილის 4 -5 საათამდე,თორემ გადირია ხალხი -მთელი ღამეები ქეიფობენ კორპუსების ეზოებში! თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!
4 წლის უკან