ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არის თუ არა შიშის და პანიკის საფუძველი - ამ შეკითხვას შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს უპასუხა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ზოგადად, შემსუბუქების ღონისძიების მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და მოსალოდნელია, რომ ასე მოხდეს საქართველოშიც, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი, რადგან ეპიდსიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

„ალბათ მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს შემთხვევათა რაოდენობის მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველ არ უნდა იყოს. იგივე, დღევანდელი 26 ახალი ინფიცირებული პანიკის საფუძველი არ არის იმიტომ, რომ ყველა ეს შემთხვევა არის კონტროლის ქვეშ და ვიცით თითოეულის კონტაქტები. ჩვენ ვაპირებთ ახალი ჯგუფების ტესტირებას, რათა მაქსიმალურად პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.