თაფლაკვერი - იგივე „პრიანიკი“, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

თაფლაკვერი - იგივე „პრიანიკი“, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

ინგრედიენტები

რძე - 200 მლ

ფქვილი - 400 გ

შაქარი - 220 გ

ზეთი - 35 გ

კვერცხის გული - 1 ც

კაკაო - 50 გ

მწიკვი მარილი და სოდა

გამაფხვიერებელი - 15 გ

გლაზური

კვერცხის ცილა - 1 ც

შაქრის ფხვნილი - 100-150 გ

ლიმონის წვენი - 1-2 სკ

მომზადების წესები

ერთმანეთს შეურიეთ 100 გ ფქვილი და შაქარი. გააცხელეთ რძე და დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს. კარგად ათქფვიფეთ, რომ ფქვილი სრულყოფილად გაიხსნას. მასა რომ გაგრილდება, დაუმატეთ ზეთი, მარილი და კვერცხის გული. კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და სოდა. დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი (250-300 გ) და კარგად ამოურიეთ. ცომი წებოვანია და ხელით მორევას არ გირჩევთ. გამოიყენეთ სილიკონის არ ჩვეულებრივი კოვზი.

ფქვილი მოაფრქვიეთ დაფასა და ცომის თავზე. გადაიტანეთ ცომის ნახევარი დაფაზე და ფქვილის დახმარებით გააბრტყელეთ გასაბრტყებელბლით 5-8 მმ სისქეზე. გამოჭერით სასურველი ფორმები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთით.

შაქრის ფხვნილს შეურიეთ კვერცხის ცილა და გათქვიფეთ, ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენი და კარგად ამოურიეთ. ამ გლაზურში ამოავლეთ გაგრილებული თაფლაკვერები და გასაშრობად ქაღალდზე დააფინეთ.