იდეალურად ნაზი დესერტი ხაჭოსგან - ფქვილისა და ცხიმის გარეშე

იდეალურად ნაზი დესერტი ხაჭოსგან - ფქვილისა და ცხიმის გარეშე

ინგრედიენტები

ხაჭო - 400 გ

კვერცხი - 3 ც (საშუალო ზომის)

არაჟანი - 150 გ

სახამებელი - 70 გ

შაქარი - 80 გ (ან გემოვნებით)

სოდა - 1/2 ჩკ

მწიკვი ვანილი და მარილი

მომზადების წესები

კვერცხი, მწიკვი მარილი და შაქარი გათქვიფეთ 2-3 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ არაჟანი. შეათქვიფეთ სახამებელი, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო. თუკი გათქვეფის შემდეგ ხელის ბლენდერითაც დააბლენდერებთ, იდეალურად ნაზ მასას მიიღებთ.

ბოლოს დაუმატეთ სოდა და მწიკვი ვანილი.

ფორმაში (ჩვენთან 17X21 სმ) ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. გადაიტანეთ მასა. სურვილისამებრ თავზე გადაანაწილეთ ცოცხალი ხილი (კენკრა იდეალურია) ან გამომშრალი ხილი. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 40-45 წუთით.

ნამცხვარს მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი და მიირთვით!