ავერსის დაჯარიმება(VIDEO)

ავერსის დაჯარიმება(VIDEO)

ცნობილი ფარმაცევტული კომპანია დაჯარიმებულია. ავერსს 4000 ლარის გადახდა დააკისრეს. მიზეზი უკანონო ფარმაცევტული საქმიანობაა-უფრო კონკრეტულად კი: ავერსის აფთიაქში წამლები ცალობით პოლიეთილენის პარკებით იყიდებოდა. იკრძალება თუ არა აფთიაქებში წამლების ცალობით გაყიდვა-ბოლო 2 დღეა, ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. პრობლემის გასარკვევად დღეს ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. სამინისტრო და სამედიცინო რეგულირების სააგენტო პრობლემის დარეგულირების გზებზე მსჯელობდნენ.