სომხეთში 24 საათში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში 24 საათში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 8 676 შეადგინა. მათგან გამოჯანმრთელდა 3 297 ადამიანი. 120 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.