გია აბაშიძე:  

გია აბაშიძე:  "ოცნებას" უნიათო ხელისუფლებას შლეგის გარდა ვერავინ უწოდებს. ვერც "გორბის" კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურეს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

:ორ წელიწადში მმართველი გუნდის იმიჯი ასე გამოსწორდეს? მართლაც შეთქმულების თეორეტიკოსთა რიგებში უნდა ჩაეწერო - კორონა "ქართული ოცნების" შექმნილია. "ოცნებას" უნიათო ხელისუფლებას შლეგის გარდა ვერავინ უწოდებს. ვერც "გორბის" კვლევებს დააყენებ ეჭვის ქვეშ. წლებმა ეს დაადასტურეს. ამასთან, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა სამაგალითოდ მუშაობს და იმუშავებს.

მთავარი გამოწვევა კი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გაძლიერებაა, რადგან ასეთების გარეშე ნებისმიერი მთავრობა ვერ იქნება სრულფასოვანი. მერამდენედ გავიმეორებ - ვოცნებობ საქმიან ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ხელისუფლების დელეგიტიმაციას კი არ ცდილობს, არამედ ებრძვის მას დარგობრივი, ალტერნატიული პროექტებით.

ადრე თუ გვიან ახდება ეს ოცნება მოქოქილი ახალი თაობის შემხედვარე.“