გიორგი ვოლსკი: მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

გიორგი ვოლსკი: მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ

კრიზისსა და მოსახლეობისათვის დახმარების დეფიციტზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომელთაც არათუ რაიმე დახმარება გაუწევიათ ოდესმე ვინმესთვის, წართმევის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტში განაცხადა.

„უზნეობაც აღარ არის საკმარისად იმის შეფასებისთვის, რასაც ესენი (ოპოზიცია) სჩადიან, თუმცა თუკი რაიმე შეკითხვა დარჩა ამასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ინტერპელაციაც ხო ახალი სისტემითაა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასმოუსმენენ.

პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა.