მიხეილ სააკაშვილი: არ მაქვს დრო ქართული პოლიტიკისთვის, რომელიც ჩახლართულია

მიხეილ სააკაშვილი: არ მაქვს დრო ქართული პოლიტიკისთვის, რომელიც ჩახლართულია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის წინასაარჩევნოდ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.

„სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მაქვს დრო ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩავერთო, რომელიც იმაზე მეტად ჩახლართულია, ვიდრე უკრაინული პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ცვლილებები განხორციელდება, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან წაქეზევა სჭირდება", - განაცხადა სააკაშვილმა "ბიბისისთან".