ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

ანრი ოხანაშვილი: პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით

პარლამენტში დღეს მორიგ მასტერკლასს ველოდებით, ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„დღეს ველოდებით, რომ პარლამენტში საინტერესო პაექრობა გვექნება. ჩვენ ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას იმ საკითხებზე, რაც მათთვის აქტუალურია“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ.

პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა.