გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

„პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.

პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ წარუდგინა.