პაატა იმნაძე: როცა, ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს

პაატა იმნაძე: როცა, ლუგარის საძირკველი შენდებოდა, მაშინ აფრიკული ჭირის გავრცელება დაგვაბრალეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პროპაგანდული თავდასხმები მაშინ დაიწყო, როცა ლუგარის საძირკველი შენდებოდა.

„ხაზს ვუსვამ, ლუგარი არათუ აშენებული არ იყო, საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობდა მაშინ.

თუ არ ვცდები, 2006-2007 წლებია, როცა ჩვენს ქვეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებში აფრიკული ჭირი იყო. პირველი პროპაგანდაც ეს იყო.

როგორ გავავრცელეთ არ ვიცი, როცა მშენებლობა მიმდინარეობდა,“ – აცხადებს პაატა იმნაძე.