ბილ კლინტონი კომპოზიტორების მუზა გახდა

ბილ კლინტონი კომპოზიტორების მუზა გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები არაერთხელ გამხდარან ხელოვანთა შთაგონების წყარო. სხვადასხვა დროს, ამერიკის პრეზიდენტებზე შექმნილია მრავალი მიუზიკლი თუ, საესტრადო სიმღერა. გარდა ამისა, მრავალი ამერიკელი მხატვარი საკმაოდ სოლიდურ ფულს შოულობს, პრეზიდენტების პორტრეტების შექმნით. თუმცა, ამერიკის პრეზიდენტზე შექმნილი ოპერა, გარკვეული სიახლეა და ეს პატივი ცოტა ხნის წინ, შტატების აწ ყოფილ პრეზიდენტს – ბილ კლინტონს ერგო.

ცნობილი გახდ,ა რომ ორმა არკანზასელმა კომპოზიტორმა – ბონი მონტგომერიმ და ბრიტანი ბარბერმა, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის ცხოვრებაზე ოპერა დაწერეს. როგორც ამერიკული საინფორმაციო საშუალებების წერენ, ამ ოპერას სახელად “ბილი ბლაიტი“ ჰქვია და თავიდან–ბოლომდე ასახავს კლინტონის განვლილ ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

როგორც ოპერის შემქნელები ამბობენ, იდეა ოპერის შექმნაზე მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კლინტონის ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ცხოვრება" წაიკითხეს. კლინტონის წიგნი 2004 წელს გამოიცა. ერთაქტიანი ოპერის მოქმედება 1959 წელს ვითარდება, ამ დროს კლინტონი 13 წლის იყო.

ახალი ოპერის პრემიერა, რამდენიმე დღის წინ,  არკანზასში გაიმართა და 60 კაციანი აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. ავტორთა განცხადებით, ისინი ოპერის გამდიდრებას ახალი სცენების დამატებით გეგმავენ და მის წარდგენას სხვა შტატებშიც აპირებენ. უბდა აღინიშნოს, რომ გამოსვლის დღიდან ბილ კლინტონის წიგნი –  "ჩემი ცხოვრების" 2 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.