მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებს

მთავრობა მოქალაქეებს წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხების 4%-ს დაუსუბსიდირებს

მთავრობა მოქალაქეებს 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს ყველა იმ იპოთეკური სესხის 4%-ს, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია გაფორმებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხალხს შუა გზაზე ვერ მივატოვებთ. ვერ მივატოვებთ ვეც სამშენებლო კომპანიებს ბედის ანაბარა.

დავეხმარებით მოქალაქეებს, რომელთაც განიზრახეს, ან უკვე შევიდნენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში; ან უკვე საკონტრაქტო ვალდებულებები აქვთ, ან უკვე აქვთ რაიმე დანაზოგი, რომლითაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სურთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.