გლდანის მაჟორიტარი სოსო ჯაჭვლიანი მოსახლეობას შეხვდა რომლებიც გლდანის ტერიტორიაზე ნაკვეთების დაკანონებას ითხოვენ. არარეგისტრირებული ქონების მესაკუთრეები აცხადებენ რომ ისინი ამ ნაკვეთებზე წლებია ცხოვრობენ. მერია მათ დაკანონებას დაჰპირდა მაგრამ სანაცვლოდ აუქციონზე გაიტანა მიწები და ტარიფები გაზარდა. გლდანში გიორგი წმინდის, ველთუბნის და თეთრიტბის დასახლების მცხოვრებლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ლეგალიზაციის შესახებ მიღებული კანონის შეცვლას ითხოვენ.