"ბასილაშვილმა მითხრა, ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავსო" - ჩოგბურთელზე 2 წელი ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ?!

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ცნობილი ჩოგბურთელის პოლიციაში თავად მივიდა. ადვოკატმა ამის შესახებ “რადიო უცნობის” ეთერში ისაუბრა:

"არასამთავრობოები მანამდე არ დაშოშმინდნენ სანამ ნიკოლოზს ხელბორკილები არ დაადეს. ნიკოლოზი, ბოლო ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ. გუშინ მითხრა, ბევრი ჩემს ადგილას სპორტს დაანებებდა თავსო. ის მუდამ დასტრესილი იყო, მნიშვნელოვანი თამაშების წინ ურეკავდნენ ადვოკატები, იყო ასეთი შემთხვევა, უიმბლდონის თამაშის წინა ღამეს, ორ საათზე ადვოკატებმა დაურეკეს და უთხრეს გადაეგზავნა სარჩელი, რომ დაყადაღებული ჰქონდა ყველაფერი.

მისთვის ქონებრივ დავაზე საუბარი იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ უჭირს ამაზე საუბარი. ის ამბობს როგორ შეიძლება ჩემს შვილს ვედავო ქონებაზე, მე თუ რამეს ვაკეთებ – ვაკეთებ ჩემი შვილისთვისო. ვფიქრობთ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, მოძალადეთ რომ წარმოჩენილიყო საზოგადოებაში", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

Aburjga Tasmanieli რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ და მოქმედებენ ბასილაშვილის საწინააღმდეგოდ, ასევე ვხედავ ზოგიერთ ჩემთვის მიუღებელ მედიაში, ტელევიზიებში მის წინააღმდეგ გაჩაღებულ კამპანიას, სულაც რომ მტყუანი იყოს, რაც გამორიცხულია, ეს ჩემთვის საკმარიისა ნიკა ბასილაშვილის მხარე დავჭირო და მორალური თანადგომა გამოვუცხადო!
3 წლის უკან