გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: თეა წულუკიანს დავაწინაურებ

გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: თეა წულუკიანს დავაწინაურებ

თეა წულუკიანს დავაწინაურებ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგა ბოკერიას კითხვაზე, მოხსნიდა თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს.

„თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ - „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს. უგულავა და ოქრუაშვილი. . . ზოგი კითხულობს, რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან“ ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია. ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის? ახლა შეგიძლიათ, უთხრათ, რომ გადაყენებულია, თუ არა?“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რაზეც გიორგი გახარიას პასუხი იყო - არა, დავაწინაურებ.

Aburjga Tasmanieli თუ ვინმე ან რამე არის საქართველოში სამარცხვინო ეს ბოკერია და "ევროპული საქურთველოა". ღმერთო დაგვიცავი ამ უსინდისო, უსამშობლო უცხოეთის მსტოვრებისაგან! დიდება იოსებ სტალინს!
3 წლის უკან
Katana . :)))
ჰო, მიშა ერთადერთი ეპითეტით მოიხსენიებს: "ბოროტი"! (ბოროტი წულუკიანი).
ამათ განავრცეს: "პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი"
მე მგონი, მთელ "ოცნებაში" ისე არავინ სძულთ, როგორც თეა...
ის კი მშვიდად, ხმის აუწევლად, ღიმილით, ზუსტად დალაგებული არგუმენტებით მოაკეტინებს ხოლმე ნებისმიერ ამათგანს , პატარა იაპონური ტრაქტორივით
გადაუვლ-გადმოუვლის, ჩაძეკავს მიწაში და დაჯდება:)))
ბრავო, თეა!
3 წლის უკან
არაგველი641 თეა საქართველოს სიამაყეა! მაგაზე უკეთესად ვერავინ ვერ პასუხობს ნაცბოზბანდელებს!
3 წლის უკან
sapiqrali ასეა, ვისაც ვერ ერევიან ეს წულუკიანია. ბრავო ქალბატონო თეა.
3 წლის უკან