ინგლისში, ოქსფორდშირის საგრაფოს სოფელ დენჩვორტის მცხოვრებლებს უცნობი ქველმოქმედი წონის 10%-ის დაკლების სანაცვლოდ ფულად ჯილდოს დაპირდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
უცნობი ქველმოქმედი დენჩვორტში მარტში გამოჩნდა, როცა კორონავირუსის პრევენვიისთვის შეზღუდვები დაწესდა. მისი დამსახურებით, მოსახლეობას ადგილობრივ პაბში შეეძლოთ კარტოფილი „ფრის“ და თევზის შეკვეთა შეეძლოთ. ულუფის ღირებულება 5 ფუნტს შეადგენდა. ქველმოქმედი ულუფის და ადგილზე მიტანის ხარჯებს ფარავდა.
ახლა კი უცნობმა ქველმოქმედმა წონის კლებისთვის ჯილდო დააწესა. ის აცხადებს, რომ 100 ფუნტს გადაუხდის მათ ვინც 1 აგვისტომდე წონის 10%-ს დაიკლებს. გამარჯვებულები თანხის ნაწილს 1 აგვისტოს, ნაწილს კი 6 თვის შემდეგ მიიღებენ. აუცილებელი პირობა ფულის ადგილობრივ პაბში დახარჯვაა.