ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ბავშვებისთვის ახალ წიგნს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზღაპარი სახელწოდებით „იკაბოგი“ „ჰარი პოტერის“ ავტორმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, თავისი შვილებისთვის დაწერა და მისი გამოქვეყნება პანდემიის დროს გადაწყვიტა. „იკაბოგს“ ჰარი პოტერის სამყაროსთან საერთო არაფერი აქვს.
წიგნის თავები სპეციალურ ვებგვერდზე დღეს და 10 ივლისს გამოქვეყნდება.