შესაძლოა ABBA-მ წელს ახალი სიმღერები გამოუშვას

შესაძლოა ABBA-მ წელს ახალი სიმღერები გამოუშვას

ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA წელს სავარაუდოდ ახალი სიმღერების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბიორნ ულვეუსმა ტელეკომპანია CNBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ჯგუფს 2 სიმღერა აქვს მზად: I Still Have Faith In Yo და Dont Shut Me Down. ერთი სიმღერა საცეკვაოა, მეორე კი ბალადა. მათი გამოშვება ABBA-ს წევრებმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსეს, თუმცა ეს ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ABBA 1972 წელს შეიქმნა და 10 წელი იარსება. კვარტეტმა 1974 წელს ევროვიზია მოიღო და უამრავი ჰიტი გამოუშვა, რომლებიც ახლა პოპ-მუსიკის კლასიკად ითვლება.