საბერძნეთის სანაპიროსთან 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან 5,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინფორმაციას სეისმური ცენტრი ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი EMSC ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 468 კილომეტრზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ არ ვრცელდება.