კახა კალაძე:  უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიციონერები ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ტრანსპორტი ნიავდებოდეს

კახა კალაძე:  უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რათა არავითარ შემთხვევაში არ იყოს კონდიციონერები ჩართული, ფანჯრები უნდა იყოს ღია, რათა ტრანსპორტი ნიავდებოდეს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ საჭირო იქნება, უსაფრთხოების ზომების დაცვა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მოქალაქეებისთვის აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება.

„პანდემიის გამო მოგვიწია, მთელი რიგი სერვისების შეზღუდვა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა. როგორც მიკროავტობუსები, ასევე ავტობუსები და მეტრო რამდენიმე ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენს მიერ, იყო მიშვნელოვანი. შედეგიც სახეზეა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რა მდგომარეობა იყო ბევრ ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში და როგორ გაუმკლავდა საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ ბრძოლა ბოლომდე არ მიგვიყვანია, თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეტაპობრივად დაიწყო მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მაქსიმალურად ყურადღება უნდა შევინარჩუნოთ. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება,  რომ ზეგიდან, 29 მნაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე მუნიციპალური ავტობუსები  და მიკროავტობუსები დაიწყებს მუშაობას, მოემსახურება საზოგადოებას. იყო დიკსომფორტი, თუმცა ყველა ვხვდებით, რატომ იყო დროებით შეჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ავტობუსებში გამოთული იქნება კონდიციონერი.

„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, როგორც მეტროში, ასევე ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ. ამ საკითხს გავუწევთ მონიტორინგს. მინდა დავავალო ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს ეს მიმართულება გაკონტროლდეს. შეხვდით ხელმძღვანელობას, მგზავრების პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლა დაუშვებელია.  ასევე უნდა გაფრთხილდნენ ავტობუსების მძღოლები, რომ არავითარ შემთხვევაში არ იყოს ავტობუსებში კონდიციონერები ჩართული. ფანჯდერები უნდა იყოს ღია, რათა ნიავდებოდეს ტრანსპორტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.