სამხრეთ უელსში მაღალი რისკის მქონე და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებთან საკვები ლამებს მიაქვთ.
ლამა პემბროკის გარშემო მოგზაურობს და საჭირო ნივთები მიაქვს მათთვის, ვინც პანდემიის კრიზისის გამო სახლს ვერ ტოვებს.
საზოგადოების დახმარება ამ ცხოველისთვის უცხო არ არის, რადგან მისი ყოველდღიური სამუშაო ტერიტორიაზე ტურისტების გადაადგილებაა. ამასთან, მას ლოქდაუნის დროს მძიმე ტვირთის ტარებაც შეუძლია, რაშიც ადგილობრივები ეხმარებიან.