ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“წარმატებულ მენეჯერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას პერიოდულად ჭორებს უვრცელებენ მისი ოპონენტები და გუნდის ყოფილი წევრები. ხომ გახსოვთ გახარიაზე ორკესტრირებული ნაცკამპანია – პრემიერად არ ინიშნებაო, ისაო, ესაო.
ახლაც მსგავსი მორიგი ტალღა ააგორეს 4%-იანმა “ფორმულებმა”და ორღობის ჭორიკანა პოლიტიკანებმა.
დამშვიდდით, გახარია არსად მიდის. არც ივანიშვილი გაებუტა და არც ვაშინგტონიდან მოდის მისი გადაყენების მოთხოვნები. ყველაფერი ეს არის დაბოღმილთა ფანტაზიები, თვითლუსტრირება.
დამშვიდდით, გახარია არსად მიდის. არც ივანიშვილი გაებუტა და არც ვაშინგტონიდან მოდის მისი გადაყენების მოთხოვნები. ყველაფერი ეს არის დაბოღმილთა ფანტაზიები, თვითლუსტრირება.
იცით რას მაგონებს? ერთ-ერთ ჭორიკანა სააგენტოს ჰქონდა “უტყუარი” ინფორმაციაა, რომ საქართველოში ამერიკის ელჩად ინიშნებოდა ალექსანდრ ვერშბოუ. გავიდა ხანი და ვნახეთ თუ ვინ დაინიშნა 3 თვის წინათ. ასე რომ ნუ ენდობით ურეიტინგო ‘ფეიკნიუსერებს", – წერს გია აბაშიძე.