რამაზ საყვარელიძე:

რამაზ საყვარელიძე: "გახარიამ ისეთ წარმატებას მიაღწია პანდემიასთან ბრძოლაში, რომ მისი ახლა გათავისუფლება წამგებიანია "ოცნებისთვის"

"გახარიამ ისეთ წარმატებას მიაღწია პანდემიასთან ბრძოლაში, რომ ახლა მისი გათავისუფლება წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის". გახარიას თაყვანისმცემლები ზურგს შეაქცევენ და დაკარგავს ამომრჩეველს.

"ვფიქრობ, ეს უფრო ოპოზიციის სურვილია, რომელიც წელიწადში ორჯერ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე უმძაფრდებათ"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გათავისუფლებას, რომელიც უახლოეს დღეებში ანგარიშით წარსდგება პარლამენტის წინაშე.

"არა მგონია, რომ გახარიას შესაძლო გადაგომა სერიოზული განხილვის თემაა, რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს. თუ განვლილ პერიოდს გადავხედავთ, პანდემიასთან ბრძოლას, პრემიერმა დიდ წარმატებას მიაღწია და მისი გათავისუფლება ამ ფონზე ძალიან წამგებიანი იქნება "ოცნებისთვის".

"გახარიას თაყვნისმცემლები ზურგს შეაქცევენ და ამომრჩეველს დაკარგავენ. ამიტომ, რაში უნდა აწყდობდეს "ოცნებას", მითუფრო, რომ რამდენიმე თვეში იქნება საპარლამენტო არჩევნები და ახალი მთავრობის დაკომპლექტება ისედაც მოხდება.

"ვფიქრობ, რომ ეს უფრო ოპოზიციის სურვილია, რომელსაც პერიოდულად, წელიწადში ორჯერ შემოდგომა-გაზაფხულზე უმძაფრდება. მათი განცხადებებიც და მოქმედებაც არსერიოზულია და რაც ეჩვენებათ, თვლიან, რომ ის აუცილებლად ახდება.

"გახარია, როცა წამგებიან პოზიციაში იყო, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მაშინ ვერ უყვეს ძვრა და ახლა როცა პოზიციები გამყარებული აქვს, რა უნდა დააკლონ, თუნდაც პარლამენტში გამოსვლის დროს. ვერ მიხვდნენ, რომ "ძველი პლასტინკის" ტრიალი სასურველ შედეგს არ აძლევთ.

"იქნებ დაფიქრდნენ და რაიმე სიახლე და შემოქმედება შეიტანონ პოლიტიკურ რიტორიკაში, მაგრამ თავსაც არ იწუხებენ პლიუსების დაწერით?"-განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.