ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და ცნობილი მწერალი ჯეიმს პეტერსონი მეორე ერთობლივ დეტექტიურ რომანზე მუშაობენ. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება.
პირველი რომანი, სახელწოდებით „პრეზიდენტი დაიკარგა“ კლინტონმა და პეტერსონმა 2018 წელს გამოსცეს. მეორე რომანი „პრეზიდენტის ქალიშვილი“ კი პირველის გაგრძელება იქნება. დუეტის პირველ ერთობლივ ნაწარმოებს მკითხველის დიდი მოწონება ხვდა წილად. წიგნი 3,2 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. სატელევიზიო ქსელი Showtime რომანის ეკრანიზაციას აპირებს. ფილმში მთავარ როლს დევიდ ოელევო ითამაშებს.