ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ - ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს დრამატიზირებას ფაქტების. ის როდესაც ამბობს, რომა არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი დ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა ვერცერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული -ამის შესახებ „იმედის დღის“ ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა.

ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს სავარაუდოდ ფინანსური ინტერესი ამოძრავაბს და ბასილაშვილი პროვოკაციას აქამდეც ელოდა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ მას გარკვეულ პროვოკაციას მოუწყობდნენ. ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. თუ საჭირო გახდება ჩვენ იძულებული ვიქნებით ესეც საზოგადოებას წარვუდგინოთ, რადგან არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია იცოდეს საზოგადოებამ და იმაზე დაყრდნობით აკეთონ შეფასებები. დასაკითხია ძლიან ბევრი მოწმე. გამოსათხოვია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზუსტად იმას, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხეები ყოფილი ცოლის მხრიდან, პროვოკაციების კუთხით. ჩვენ წარმოვადგენთ ამას გამოძიებაში. ძალიან ბევრი ადამიანია ვინც უშუალოდ ესწრებოდნენ ამ დიალოგებს. ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ ის დაუნგრევდა კარიერას“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა

მანამდე მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.