ზვიად ძიძიგური: არ მახსოვს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ასე ხშირად სიტყვა პოლიტპატიმარი როდესმე გამოეყენებინოთ

ზვიად ძიძიგური: არ მახსოვს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ასე ხშირად სიტყვა პოლიტპატიმარი როდესმე გამოეყენებინოთ

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ არსებულ კანონპროექტს „კონსერვატორები“ მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ მედიაცენტრში „მთავარი“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის წევრმა, „კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

არსებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მათთვის მისაღებია.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 პლუს 73. ეს შემოთავაზებული პროექტი უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას, ვიდრე აჟამად არსებული საარჩევნო სქემა. მაგრამ რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მე მინდა გითხრათ, რომ ამ დისკუსიაში, ამ შეთანხმებებში, რაღაც ტიპის გარიგებებში „კონსერვატორებს“ მონწილეობა არ მიგვიღია საწყის ეტაპზე და არც ახლა არ ვაპირებთ მასში ჩარევას. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების სახით კარგი ვერსია შემოდის და დავუჭერთ მხარს, მიხედავად იმისა, რას ითვალისწინებდა „ნაციონალებსა“ და „ქართული ოცნების“ შეთანხმების მეორე პუნქტი. ჩემთვის ეს არ ნიშნავს რამეს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

კითხვაზე, არსებობენ თუ არა პოლიტპატიმრები და რამდენად სწორია ამ თემის მიბმა საარჩევნო სისტემასთა, ძიძიგურმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაუწონასწორებული ნაბიჯებით მოახერხა, ყურადღება მიეპყრო, ნეგატიური განწყობა შეექმნა თავის მიმართ.

„სწორი ის არ არის, როდესაც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილე ადამიანს, თუნდაც პირწავარდნილი კრიმინალი იყოს, აპატიმრებ და სასასამართლო განაჩენი გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც ბრალდების წარდგენის პროცესში პროკურორი იყო, რა თქმა უნდა, ეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ ეჭვს იწვევს. ის, რომ ევროპარლამენტარებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა პოლიტიკუირ პატიმრები ახსენეს და არაერთგზის ახსენეს ოქრუაშვილი, უგულავა, რუსუასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა გაწონასწორებული ნაბიჯებით მოახერხა, ყურადღება მიეპყრო, ნეგატიური განწყობა შეექმნა თავის მიმართ. არ მახსოვს, ასე ხშირად სიტყვა პოლიტპატიმატრი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს როდესმე გამოეყენებინოთ. ეს არის უდაოდ წარუმატებლობა „ქართული ოცნების“ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

ოპოზიციის განცხადებით, შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზეც. 11 მაისს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.