„აბსოლუტურად ყველა, ვინც მაშინ, გლდანის ციხე გამოიარა, პოლიტპატიმრები არიან, ზუსტად პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, უკვე იქ, მათი კარცერში გამწესება, ცემა-წამება, დასახიჩრება, მკვლელობა”

„აბსოლუტურად ყველა, ვინც მაშინ, გლდანის ციხე გამოიარა, პოლიტპატიმრები არიან, ზუსტად პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, უკვე იქ, მათი კარცერში გამწესება, ცემა-წამება, დასახიჩრება, მკვლელობა”

„ვინც დღეს, "ნაცებთან" ერთად იბრძვის, ყველა ბოზი და არაადამიანია, ჩამოვთვლი: შალვა ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია, ბერძენიშვილები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე, თაკო ჩარკვიანი, გიორგი მარგველაშვილი. აი, თქვენ, კონკრეტულად, თქვენ - ბოზები ხართ და ქართველი ერის ნაწილი ვერასდროს იქნებით, რადგან შაჰ-აბასის, მურვან-ყრუს, აღა მაჰმად ხანის, ჯალალედინის და სხვა ქართველთა სისხლისმსმელების გვერდით დგახართ,“ -  წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქ-მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი.

„ეს წუთია, დამთავრდა გოგა ხაინდრავას ფილმის "დილეგის" პრემიერა, "იმედზე".

რა თქმა უნდა, ფილმი არ განეკუთვნება კინოხელოვნების შედევრებს, მაგრამ მასში, დოკუმენტური სიზუსტითაა გადმოცემული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სასჯელაღსრულების სისტემაში და კერძოდ, გლდანის #8 საპყრობილეში არსებული მდგომარეობა!

კიდევ ვიმეორებ, "დოკუმენტური სიზუსტით-მეთქი" - იმ დონეზე, რომ გვარ-სახელებიც კი იგივე აქვთ, მაშინდელ ჯალათებს. მაგალითად: ციხის უფროსს ფილმშიც ალექსანდრე ჰქვია (ალექსანდრე მუხაძე), კარანტინის "კლუჩნიკია" ქობალია და ასე შემდეგ. ფილმში ბედუკაძეცაა, ოღონდ, შეცვლილი სახელით - "დიმიტრი".

დედაჩემთან ერთად დავიწყე ფილმის ყურება. დედაჩემმა ვერ დაასრულა, სულისშემძვრელი სიუჟეტის და კადრების გამო. იმდენად საშინელებაა, ეს ყველაფერი, რომ დაუჯერებელია, ასეთი რამ ჩაიდინოს ა დ ა მ ი ა ნ მ ა!

ალბათ, ვერც მე დავიჯერებდი, პირადად რომ არ ვყოფილიყავი ამ ყოველივეს მნახველი და მონაწილეც (რა თქმა უნდა, პასიური).

ათასჯერ აქ გამომითქვამს, ასი ათასჯერ, რეალურ ურთიერთობებში, საკუთარი აზრი, მაშინდელ რეჟიმზე და კიდევ გავიმეორებ:

ვინც მაშინ, სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, 4-5 ადამიანის გარდა (მათში ნაღდად არ შედის ბედუკაძე, რომელიც სანამ არ გამაზეს, სხვებთან ერთად აწამებდა პატიმრებს), ყველანი უმკაცრესად არიან დასასჯელები. მაშინდელი გლდანის ციხის უფროსის, ალექსანდრე მუხაძისთვის და სასჯელაღსრულების მინისტრის ბაჩო ახალაიასთვის კი, არ მენანება ყველანაირი წამება, რაც ყველაზე სადისტურ ფანტაზიას მოუგონია. იგივეს ვიტყვი, ახალაიას შემდგომ მინისტ-ქალბატონზე, ხათუნა კალმახელიძეზე, რომელიც ქალის გარდა, ყველაფერია.

ხომ მოგისმენიათ, მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ტყვეების მოგონებები, ფილმებიც გინახავთ, ფაშისტურ კონცლაგერებზე?! ჰოდა, აბსოლუტურად სრულ ჭკუაზე მყოფი ქართველი ვამბობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი "ოსვენციმი" და "დაჰაუ", 21-ე საუკუნეში, "ნატოში" და ევროკავშირში შესვლაზე პრეტენზიის მქონე, ქვეყნის დედაქალაქში.

აბსოლუტურად ყველა, ვისაც მაშინ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობა ეკავა, ამ სადიზმის შესახებ იცოდა (მერწმუნეთ, ყველამ იცოდა), არაფერს აკეთებდა მის აღსაკვეთად და სულ მცირე, თანამდებობაზე რჩებოდა, დამნაშავეები არიან, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლით - დანაშაულის დაფარვა და დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობა.

აბსოლუტურად ყველა, ვინც მაშინ, გლდანის ციხე გამოიარა, პოლიტპატიმრები არიან, რადგან შეიძლება, ისინი პოლიტიკური ნიშნით არ დაუჭერიათ, მაგრამ ზუსტად პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, უკვე იქ, მათი კარცერში გამწესება, ცემა-წამება, დასახიჩრება, მკვლელობა.

ამიტომ, სიცილამდე სისულელეა, უგულავას და ოქრუაშვილის (ერთ-ერთი შემოქმედია ამ სისტემის) პოლიტპატიმრებად გამოცხადება, მათი ამ ნიშნით, ციხიდან გათავისუფლება და ვიღაც ფეხზე ცხვარგამობმული, ვითომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლი, ევროპარლამენტარების რეაქციები, მათ პატიმრობაზე.

ვინც დღეს, "ნაცებთან" ერთად იბრძვის, ყველა ბოზი და არაადამიანია, ჩამოვთვლი: შალვა ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ბაჩუკი ქარდავა, პაატა დავითაია, ბერძენიშვილები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ხათუნა სამნიძე, თაკო ჩარკვიანი, გიორგი მარგველაშვილი. აი, თქვენ, კონკრეტულად, თქვენ - ბოზები ხართ და ქართველი ერის ნაწილი ვერასდროს იქნებით, რადგან შაჰ-აბასის, მურვან-ყრუს, აღა მაჰმად ხანის, ჯალალედინის და სხვა ქართველთა სისხლისმსმელების გვერდით დგახართ.

უბრალო მოკვდავთ, რომელნიც დღესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად რჩებიან და რომელთა შორისაც ბევრი ჩემი საყვარელი ადამიანიცაა, მოვუწოდებ, ნახეთ ეს ფილმი და თქვენი შვილები, მეუღლეები, მშობლები წარმოიდგინეთ პატიმრების ადგილზე - ღმერთის სახელს ვფიცავ, სრული სიმართლეა!

"ნაცების" და მისი სატელიტების ამბავი გავარკვიეთ!

ახლა, მეორე მხრიდან შევხედოთ საკითხს:

"ქართული ოცნება", ხელისუფლებაში, ბიძინამ კი არა, ბიძინას ფულმა მოიყვანა, რომელიც ამ ყველაფრის ამსახველი კადრების გარეთ გამოტანაში იქნა გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ეს კადრები იყო, საკონტროლო გასროლა, პენალტი, უკანასკნელი ლურსმანი "ნაცებისთვის" და რომ არა ის, "ქართული ოცნება" 2012 წელსვე დამარცხებოდა არჩევნებში.

ამას, მაშინაც ვამართლებდი და ახლაც, მთლიანად ვამართლებ, რადგან ის ხელისუფლება, რომელმაც ასეთი სისტემა ჩამოაყალიბა, უნდა დასრულებულიყო, ყველა გზით და საშუალებით, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს - როდემდე უნდა გაიხანგრძლივოს, უბრალო კასეტაზე ჩაწერილი ამაზრზენი კადრების და უნიჭო ფილმების ხარჯზე, ხელისუფლებაში ყოფნა "ქართულმა ოცნებამ"?!

სამართლიანობის აღდგენის და დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელების, პერსონაჟების და პაიკების დასჯის პროცესი რომ მიმდინარეობდეს, კი ბატონო, მაგრამ როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გაფორმდა შეთანხმება, მიშასთან და რამდენიმე ბობოლა "ნაცთან", ხელშეუხებლობის შესახებ, ბუნებრივად ჩნდება საკითხი, "ქოცების" "ნაცების" სატელიტების რიცხვში გაყვანისა.

ასეთი შეთანხმება რომ გაფორმდა, ამ აზრამდე, ყველაზე უტყუარმა "წყარომ" - ლოგიკამ მიმიყვანა: "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში,

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებოდა და სულ იოლად შეეძლო "ქართული ოცნების" საპარლამენტო დეპუტაციას მისი დაუყოვნებლივი იმპიჩმენტი თუ არა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მაინც.

ყოველგვარი იმპიჩმენტის გარეშე იყო შესაძლებელი მიშას დაკავება, უკვე პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში, პრეზიდენტის რეზიდენციიდან სახლში ეზიდებოდა ავლა-დიდებას.

არჩევნებში "ნაცების" დამარცხების შემდეგ, ქვეყნიდან გააცილეს რეჟიმის შემოქმედები - ადეიშვილი, კეზერაშვილი, ახალაია, მუხაძე (ახალაია შემდგომ დაბრუნდა).

მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, დღეს, ლექციებს კითხულობს გიულას უნივერსიტეტში, როდესაც ნარკოტიკის მოხმარებაზე მსჯავრდებულს უკრძალავენ პედაგოგიურ საქმიანობას.

რამდენიმე მაშინდელი თანამდებობის პირი, დღესაც თანამდებობაზე რჩება და ზოგიერთი მათგანი, "ქართული ოცნების" სიითაც კი მოვიდა პარლამენტში.

მაშინდელი ციხის ერთ-ერთი "სტასავოი" ექიმი - მურთაზი, სუბოქსინის სარეაბილიტაციო პროგრამას ხელმძღვანელობს.

კეზერაშვილის ყველა ძველი ბიზნესი მოქმედია და მილიონებს ღუნავს ისრაელში, საქართველოდან.

მაშინდელი ციხის ვერძილა სადისტები, სახელმწიფო დაცვის სამსახურში ბრძანდებიან და დღევანდელ მინისტრებს, მათ მოადგილეებს და ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს იცავენ.

პოროშენკო, მიშა რომ დაიჭირა, გვთავაზობდა მის გადმოცემას, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით!

"ნაცების" რეჟიმის ხერხემალი მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, ისინიც, ვინც განაჩენი გამოუტანა ლევან გოგიჩაიშვილს, ანზორ ქოქოლაძეს და სხვა, მართლაც, ყველა ნიშნით პოლიტპატიმრებს.

თაროზეა შემოდებული, პირადად მიშას მიერ და მისი ბრძანებით მოკლული, ზურაბ ჟვანიას და ბადრი პატარკაციშვილის საქმე - რომლებიც ბუნებრივი გაზის გაჟონვით და გულის შეტევით გარდაცვლილად ითვლებიან...

"პატრიოტთა ალიანსის" საკანონმდებლო ინიციატივა, "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალურ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ, განუხილველად ჩააგდო პარლამენტმა.

ახლა, მითხარით, ვინ არიან "ქოცები", თუ არა "ნაცების" გზის გამგრძელებლები?!

მთლიანად და მხოლოდდამხოლოდ მათი ბრალია, დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცოცხალია, ოთხად გაიყო, უფრო გაძლიერდა და "მეორედ მოსვლის" პრეტენზია აქვს. ბოკერია, უგულავა, ოქრუაშვილი, ბარამიძე, ვაშაძე, მეორე ვაშაძე, ბაქრაძე, ზოდელავა და სხვა ფაშისტური რეჟიმის შემოქმედები და "გამპრავებლები", "გონორით" გველაპარაკებიან; ქართველ ერს მოგვმართავენ, მაღალი ტრიბუნებიდან და საარჩევნოდ ხმის მიცემის პირობის მიღებას ცდილობენ.

ახლა, აბრძანდით, "ნაცებო" და "ქოცებო", გადაბრძანდით ინგა გრიგოლიას სტუდიაში და გაგვეცით პასუხი, რატომ ხდებოდა "ნაცების" ხელისუფლების მიერ, ამ ფილმში აღწერილი და არაღწერილი ბოროტებები, მკვლელობები, პოლიტიკური მკვლელობები, უკიდეგანო და უსაზღვრო ძალადობები, ხოლო "ქოცებმა" აგვიხსენით, რატომ ხდება, რომ ამ ყველაფრის ჩამდენი პოლიტიკური ძალა, სიძლიერით, პირველი თუ არა, მეორეა ქვეყანაში და რომლის გავლენით, პოლიტიკურ პატიმრებად თვლიან, ევროპასა და ამერიკაში, ბიუჯეტის ქურდებს და მკვლელობების თანამონაწილეებს?!

აი, ამ ყველაფერს რომ გადმოგვილაგებთ და ცხვირწინ დაგვიდებთ, ჩერგოლეიშვილის წიკვინისა და თალაკვაძის ბრეჟნევისეული ტონის გარეშე, მერე ვისაუბროთ, ვინ ვინ არის?! ვინ მკვლელია, ვინ მკვლელობის თანამონაწილე, ვინ ბოზია, ვინ ბოზების მხარდამჭერი და ეკუთვნით თუ არა, ქართველი პატიოსანი კაცის მხარდაჭერა?!

მანამდე კი, მე პირადად, მკიდიხართ "ნაცები", ისევე როგორც "ქოცები" და "ქოცები", ისევე როგორც "ნაცები".

თუმცა, სამართლიანი რომ ვიყო, თქვენს წინაშე, იმასაც გეტყვით - ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ქოცებს" მივცემდი ხმას, რადგან ვთვლი, უმიზეზოდ და უმწეო ადამიანის მოკვლა ყველაზე დიდი დანაშაულია, დანაშაულთა შორის.“

trampi ეს კითხვებზე პასუხებს 8 წელია მთელი საქართველოს მოსახლეობა ელოდება მაგრამ ქუთაისელისა არ იყოს.......... ჩემი .........
ზუსტად ეგრეა....
ხოო......გასაგებია, რომ ნაცები არა, .......... მაგრამ ეს ქოცებიც აუცილებლად, აუცილებლად გასაყრელები არიან
ჰოოდა ამათ ჯინაზე პატრიოტებს მივცემ ხმას....მაგრამ ისე არც იმათ უჩანთ მაინც და მაინც სუფთა გული...
ვთქვაათ და ეგენი 20--30 კაცი გავიდა პარლამენტში........ რატომღაც მგონია რომ მერე ეგენიც ჯიბეზე დაიწყებენ ყურებას და საქართველოს(თავის ხალხიანად) ეგენიც დაივიწყებენ
ერთი კი ნაღდად ვიცი-----ნაცებს ეგენი(პატრიოტები) ნაღდად ბოლომდე მოახრჩობენ, ნაღდად ბოლომდე
4 წლის უკან