ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
“ბასილაშვილის ცოლი რას ეტყვის თავის შვილს, ისევ შენთვის ვწვალობდი, შენთვის მინდოდა ის ფული, რომლის გასამმაგებასაც მამაშენს ვთხოვდიო?! თვეში 100 ათასი რა სახსენებელია, 300 ათასია საჭიროო?!
კარგით, რა, მართლა და მართლა! სირცხვილია!
კაცს თავს ჭრიან და ვიღაცები თავის მოჭრამდე ჩაქოლვასაც მოითხოვენ!
კაცს ისე აცხადებთ მოძალადედ, თითქოს გაშველებისას თქვენც დაზარალდით და ჯერ არ გაგნელებიათ მაშინდელი ემოცია!
სასამართლოზე გაირკვევა ყველაფერი და არ არის საჭირო ეს ყველაფრისმცოდნეობა!
ფულზე რომ არ ყოფილიყო ლაპარაკი, კიდევ ჰო, მაგრამ მართლა ვერ ხვდებით, რა მასკარადი დაუდგეს ბასილაშვილს?!
ან ის ყოფილი ცოლი რას ემუქრება პირადი ამბების გამოქვეყნებით, ის ამბები მის შვილს სულ, სულ ოდნავაც არ დააზარალებს?!
ჯერ გაერკვიეთ, რა ხდება და მერე მოიმარჯვეთ ჩოგანი თუ გიტარა!” – წერს მძინარაშვილი.