გრიგოლ კაპანაძე:  სუფრის მინიტორინგი განხორციელდება live- ვიდეო ფორმატში. ყველა სადავო ეპოზოდის გადაწყვეტა დაეკისრება სიძე-პატარძლის მხრიდან შერჩეულ მსაჯთა კოლეგიას

გრიგოლ კაპანაძე: სუფრის მინიტორინგი განხორციელდება live- ვიდეო ფორმატში. ყველა სადავო ეპოზოდის გადაწყვეტა დაეკისრება სიძე-პატარძლის მხრიდან შერჩეულ მსაჯთა კოლეგიას

ფეისბუქ-მომხმარებელი გრიგოლ კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

ეს ბოლო დღეებია, მთლიანად ქართულო fb საზოგადოება და მათ შორის ზოგი ჩემი მეგობარიც (რა თქმა უნდა გვარს არ დავასახელებ), შეშფოთებულ/აღშფოთებულები არიან ქორწილის (ძირითადად ამაზე ამახვილებენ ყურადღებას) სუფრის ათი კაცით შეზღუდვით. როგორც ჩანს გადაწყვეტილი ამბავია და სტუმრების სიაღა დარჩა შესათანხმებელი.

მეც ვიფიქრე როგორმე დავხმარებოდი ჩემს მეგობრებს, თან ისე რომ არც ქართული ტრადიციები დამერღვია, არც შვედეთში მგზავრობისთვის გამეწირა და კანონთანაც მართალი ყოფილიყვნენ.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემ მონახაზს, რომელიც სვარაუდოდ უნდა მივაწოდოთ გუგული მაღრაძეს, რომ პარლამენტში შეიტანოს დასამტკიცებლად.

რაში მდგომარეობს ჩემი შეთავაზება. ამაში დამეხმარა იმერეთში ადრე ფართოდ გავრცელებული ქელეხის წესი, როდესაც ხალხს მორიგეობით სვავდნენ სუფრაზე. ანუ ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია (!!!).

ქორწილის სუფრაზე ნეფე- პატარძალი რა თქმა უნდა მუდმივად რჩება სუფრასთან, დანარჩენი რვა კაცი კი იცვლება. შედის რვა კაცი იწყება სმა, უმჯობესია დროის სიმცირის გამო ყანწებით,სადღეგრძელოებს შორის შესვენება 4-5 წუთი. ყანწის ზომის და მსმელის შესაძლებლობის გათვალისწინებით თითო რაუნდი შეიძლება ჩაეტიოს 17-20 წუთში, რაც საშუალოდ საათში 30 კაცის გატარების საშუალებას მოგვცემს. სადღეგრძელოების ტექსტები უნდა იყოს მოკლე და შეთანხმებული თავკაცთან. დროის გამჭიანურებელი დაჯარიმდება ყანწის ორი დოზით, რათა მალე მოიცელოს და ვეღარ შეძლოს ჩრიტინი.

აღნიშნული წინადადება შედგენელია " დრაფტის" სახით და შესწორებები, დამატებები, სურვილები გათვალისწინებული იქნება. სუფრის მინიტორინგი განხორციელდება live- ვიდეო ფორმატში. ყველა სადავო ეპოზოდის გადაწყვეტა დაეკისრება სიძე-პატარძლის მხრიდან შერჩეულ მსაჯთა კოლეგიას.

P.S. ამხელა პოსტი პირველად დავწერე. რას არ გაგაკეთებინებს მეგობრობა.

P.P.S. მე თუ გემიდან დროზე არ გამომიშვეს, შეიძლება რომანების წერაც დევიწყო და მერე ხართ ცოდვა.