მაღალჩინოსნები აგარაკების გარეშე. გიგი უგულავა, კოტე კუბლაშვილი, გიორგი ბარამიძე - ნაციონალთა გუნდის ჯერ ისევ თანამდებობზე მყოფი პირები წყნეთის სამთავრობო აგარაკებს კვლავ იკავებენ, თუმცა მალე დაკავებული ფართების დაცლა მოუწევთ. ახალი მთავრობა ობიექტების პროვატიზაციას გეგმავს. არგუმენტი ასეთია-ხელისუფლებას სახელმწიფო ბალანსზე აღრიცხული ძვირადღირებული სახლების შენახვა ძვირი უჯდება. საზაფხულო აპარატმენტის გარეშე, სავარაუდოდ, პრეზიდენტი და მისი ოჯახიც დარჩება. გასაყიდი აგარაკების სია-ბექა ბარამიძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა წყნეთიდან.