ჯო ბაიდენი რასისტულ სკანდალში გაეხვა

ჯო ბაიდენი რასისტულ სკანდალში გაეხვა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი რასისტულ სკანდალში გაეხვა, ამის შესახებ BBC წერს.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ აფროამერიკელები, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ, ნამდვილი შავკანიანები არ არიან.

სკანდალური განცხადების გამო ბაიდენი საკუთარმა თანაპარტიელებმაც კი მწვავედ გააკრიტიკეს, აფროამერიკელმა ამომრჩევლებმა კი მას რასიზმში დასდეს ბრალი. საბოლოოდ პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა.