ვლადიმერ ჟირინოვსკი: კორონავირუსის ვაქცინა პატიმრებზე უნდა გამოვცადოთ

ვლადიმერ ჟირინოვსკი: კორონავირუსის ვაქცინა პატიმრებზე უნდა გამოვცადოთ

ვლადიმერ ჟირინოვსკი: კორონავირუსის ვაქცინა პატიმრებზე უნდა გამოვცადოთ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი კიდევ ერთი სკანდალურრი ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ ჟირინოვსკი ხელისუფლებას სთავაზობს, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა იქნება მზად, ის პატიმრებზე გამოსცადონ. მისი თქმით, ვაქცინის ტესტირება მსჯავრდებულებისთვის ნებაყოფლობითი უნდა იყოს და სანაცვლოდ მათ სასჯელი უნდა გაუნახევრონ.

„თუ 2024 წელს პრეზიდენტის პოსტს მომცემთ, მზად ვარ ჩემზეც გამოსცადოთ ნებისმიერი პრეპარატი ყოველ წელს“, - აცხადებს ჟირინოვსკი.

ორი დღის წინ რუსეთის მთავარმა ლიბერალ-დემოკრატმა, ხელისუფლებას, ლენინის მუმიის გაყიდვა შესთავაზა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.