ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერების გაყიდვა დაიწყო

ბრიტანეთში მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერების გაყიდვა დაიწყო

დიდ ბრიტანეტში მოქმედმა ისლანდიური სუპერმარკეტების ქსელმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე ბურგერების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

საუბარია გაყინულ Scarily Spicy Carolina Reaper-ზე, რომლის შემადგენლობაშიც წითელი ცხარე ჩილის წიწაკა შედის. ის ნებისმიერ ჰალაპენიოზე 200-ჯერ უფრო ცხარეა და სიცხარის საზომი სკოვილის შკალით 2,2 მილიონ ერთეულს შეადგენს.

მაღალი მოთხოვნის გამო ბურგერი 2,5 გირვანქად იყიდება და მას მომზადების ინსტრუქცია მოყვება.