ამერიკელ მომღერალ ლანა დელ რეის მისი კოლეგების - ბიონსეს, ნიკი მინაჟისა და Doja Cat-ის კრიტიკის გამო რასიზმში ადანაშაულებენ. ბრალდებებს მომღერალმა თავის Instagram-ზე უპასუხა.
ლანა დელ რეი აცხადებს, რომ მიუხედავად კოლეგების მიმართ გამოთქმული კრიტიკისა, ისინი მაინც მის საყვარელ შემსრულებლებად რჩებიან.
„არსებობებ ქალები, რომლებსაც თანამედროვე კულტურა ხმის უფლებას არ აძლევს. კანის ფერს ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები, მაგრამ აღარასდროს მიწოდოთ რასისტი“, - განაცხადა მომღერალმა.
მანამდე ლანა დელ რეიმ განაცხადა, რომ არაერთი პოპ-შემსრულებელი, მათ შორის ბიონსე „სექსის და ღალატის შესახებ მღერის“.