ჯორჯ კენტი: როდესაც რუსეთი და ჩინეთი ლუგარის ცენტრზე ტყუილებს ავრცელებენ, ჩვენ ამას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ

ჯორჯ კენტი: როდესაც რუსეთი და ჩინეთი ლუგარის ცენტრზე ტყუილებს ავრცელებენ, ჩვენ ამას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ

როგორია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის, გლობალური პანდემიის პირობებში არსებული თანამშრომლობა. „ქრონიკა“ ექსკლუზიურად ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს ესაუბრა. ამერიკელი დიპლომატი საქართველო-ამერიკის თითქმის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ასევე ყურადღება გაამახვილა კორონავირუსთან ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე. დიპლომატი ხაზგასმით აღნიშნავს ლუგარის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობას და ასევე საუბრობს ამ ცენტრის გარშემო გააქტიურებულ რუსულ და ჩინურ დეზინფორმაციაზე.

„საქართველო-ამერიკის პარტნიორობა სამ ათეულ წელს ითვლის და ამ ხნის მანძილზე, ამერიკის მხრიდან, თქვენი ქვეყნისთვის გაწეული დახმარება 5,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, რისი მიზანიც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ეკონომიკური წინსვლის მხარდაჭერა იყო. ეს არის ჩვენი ერთგულების დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, გვსურს ვნახოთ მათი ქვეყნის წარმატება იმ პირობებშიც კი, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს დახმარებას, რაც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ჩვენ გავწიეთ. პირველ რიგში, ლუგარის კვლევით ცენტრს, რომელიც შეერთებულმა შტატების 150 მილიონი დოლარის ინვესტიციით შეიქმნა, ის დღეს მთლიანად საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაშია. მართალია, ეს არ არის ახალი დახმარება, თუმცა ამ ინსტიტუციის ჩამოყალიბებით, საქართველო, გრძელვადიანად აღიჭურვა ბიოლოგიური საფრთხის წინააღდეგ საბრძოლველად, ისეთის, როგორიც კორონავირუსია. როდესაც რუსეთის და, სამწუხაროდ, ასევე ჩინეთის მთავრობათა წარმომადგენლები ავრცელებენ ტყუილს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, ქართველებმა და ამერიკელებმა ამას სიმართლე უნდა დავუპირისპიროთ და ვამხილოთ ისინი ტყუილში“, - განაცხადა კენტმა.

მისივე თქმით, ამერიკის თუ საქართველოს მთავრობებს არაფერი აქვთ დასამალი.

„პირიქით, ჩვენ ამაყი უნდა ვიყოთ, რომ წლების წინ მოვახდინეთ პოტენციურ საფრთხეზე ფოკუსირება, მოვამზადეთ ქართველი ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები ქართველი ხალხის დახმარებისათვის და თუ შეხედავთ თქვენი ქვეყნის მიერ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურად წარმოებულ ბრძოლას, ნახავთ, რომ საქართველომ ბევრად უკეთესად გაართვა ვითარებას თავი, ვიდრე ეს, მაგალითად, რუსეთმა მოახერხა“, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.