ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელი კომპანიების მიერ 22 000-მდე  განაცხადი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელი კომპანიების მიერ 22 000-მდე  განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაახლოებით, 22 000 -მდე დამსაქმებელს უკვე წარდგენილი აქვს ინფორმაცია 138 949  დაქირავებით დასაქმებულზე.

როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსის (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ,  შემოსავლების სამსახურის მიერ, 46 753 მეწარმე სუბიექტს უკვე გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, ხოლო 3 400 -მდე პირთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ იმ ბიზნეს სუბიექტებს/კომპანიებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი სოციალური პასუხიმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ, კუთვნილი კომპენსაციების სწრაფად და შეუფერხებლად მიღებისთვის.