რატომ გამოიძახეს სამსახურში მეტროს მემანქანეები – მეტრო იხსნება?

რატომ გამოიძახეს სამსახურში მეტროს მემანქანეები – მეტრო იხსნება?

ამ დრომდე უცნობია თარიღი, როდის აღდგება მეტროს მუშაობა, თუმცა, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებმა განაკვეთური დროით სამსახურში უკვე დაიწყეს სიარული.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ მეტრო მგზავრების მისაღებად ემზადება?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი სრულ მზადყოფნაში არიან, თუმცა ელოდებიან შესაბამის მითითებებს და შემდგომ მოხდება ტრანსპორტის აღდგენა.

„მემანქანეები სამუშაოდ ოფიციალურად არ გამოგვიძახებია, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი მემანქანე მუშაობდა და ჩვენი თანამშრომლები გადაჰყავდა, რომლებიც სპეციფიკურ პოზიციებზე არიან.

ავტობუსების მიმართულებით და მეტროს მიმართულებითაც მზად ვართ და შესაბამის რეკომენდაციებს ველოდებით. მოსამზადებელი ეტაპია, მაგრამ ზუსტი თარიღი, როდის დაიწყება მუშაობა, ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ.", - განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.