პერუს ერთ-ერთ პროვინციაში, ქალაქის მერი კუბოში ჩაწვა და თავი მკვდრად გაასაღა, რათა პოლიციას კარანტინის დარღვევისთვის არ დაეკავებინა. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Comercio წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 18 მაისს მოხდა. ტანტარას მერი ხაიმე როლანდო ურბინა ტორესი მეგობრებთან ერთად სვამდა, როცა ადგილზე შემოწმების ჩატარების მიზნით ეროვნული პოლიციის აგენტები გამოჩნდნენ. მერმა სასჯელის თავის ასაცილებლად კუბოში ჩაწოლა გადაწყვიტა, პოლიციელებს მკვდარი რომ ჰქონოდათ. ტორესის მაგალითს მისი მეგობრებიც მიყვნენ.
თუმცა სამართალდამცველების მოტყუება მეგობრებს არ გამოუვიდათ. ტორესი და მისი მეგობრები დააკავეს. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ ტორესი კორონავირუსის საფრთხეს სერიოზულად არ აღიქვამს.
პერუში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა.