მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი – პრემიერი გამყრელიძეს და ტიკარაძეს

მედიასთან იყავით უაღრესად მკაცრი – პრემიერი გამყრელიძეს და ტიკარაძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს და  ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა:

“ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან, ისევე, როგორც ქალბატონო ეკა . პირველი, უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე – უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი, მესამე – უნდა აუხსნათ, ეს ინსტრუმენტები თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, ნუ რთული იქნება; მეოთხე – პოლიტიკოსები ავუხსნით, რომ მესამე ფრონტი დაგვემატა”, – აღნიშნა გახარიამ.