ტურისტებისთვის ჩვენ მაქსიმალურ პირობებს დავაწესებთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ძალიან მკაცრიც, რომ ადამიანს არ მოუნდეს შენთან ჩამოსვლა, მაგრამ უნდა იყოს ადვილად შესრულებადი. იგივე ჩვენი მოქალაქეებიც ხომ უნდა გავიდნენ სხვაგან და შესაბამისად ეს იქნება ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მწვანე ქვეყნები და მწვანე დერეფნებიდან მიღებული ტურისტები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი არის დაბალი და რა თქმა უნდა, იქნება პირობები მათი ქვეყანაში შემოსვლის და გადაადგილების. ალბათ შემოვა ე.წ. კოვიდის პასპორტის მსგავსი დოკუმენტი, რომ ბოლო 72 საათში გამოკვლეული უნდა იყო და გქონდეს უარყოფითი რეაქცია PCR-ით. შემდეგ კიდევ მიდევნების აპლიკაციები არსებობს და ბევრი მექანიზმია. მაგალითად, საბერძნეთი ამის გამოყენებას უკვე წარმატებით იწყებს. საქართველოში ინფექციის გავრცელება დაბალია, ამიტომ ტურისტული პოტენციალი ძლიერია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.